საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ეხმიანება.
მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.
„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ", - წერს კობახიძე X-ზე.
დანიის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეტე ფრედერიქსენს კაცი მიუახლოვდა და დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
I strongly condemn the shameful attack on the Prime Minister of Denmark, H.E. Mette Frederiksen. The use of violence in politics is unacceptable and has no place in a civilized world. I wish Prime Minister Frederiksen good health.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 8, 2024