ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი გარდაიცვალა

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად ონკოლოგიური დაავადება სახელდება.

„კრისტოფ დელუარი თავისუფლების, ჟურნალისტიკის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დამცველი იყო ყველა კონტინენტზე, საინფორმაციო ქოასის პირობებში. ჟურნალისტიკა მისი ცხოვრების საქმე იყო და ის იბრძოდა ურყევი რწმენით“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იბრძვის ცენზურის წინააღმდეგ, ადგენს პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგს და დაკავებულია ჟურნალისტების მხარდაჭერით. კრისტოფ დელუარი მას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.