73 წლის ასაკში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე — აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.