ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება.
დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.