თვითმხილველების ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ვრცლება ფოტო-ვიდეო მასალა.
„უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო.
ცრემლებს ძლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე“, - წერს ლიკა ქურციკიძე Facebook-ზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოვიდა, ამჟამად კი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.