პირველადი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა და ხმების 30%-ი პროცენტი აიღო.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია.
„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, - განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.
მისმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა კი აღნიშნა, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და „ის რაც მოხდა, არის პოლიტიკური მეწყერი“.