ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მამუკა ხაზარაძე: ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი. ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მიერ ,,აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებამ ისტორიული ღალატის აქტი გააფორმა. მისივე თქმით, ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი.

„ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს! გამარჯვების ჯერია! ჩვენი გზა ევროპაშია!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.