ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, „აგენტების კანონი“ ძალაში შესვლიდან, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ,,აგენტების შესახებ" კანონს აპროტესტებენ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.