პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნებს თანდართულ კანონპროექტთან ერთად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.
ვეტოს დაძლევას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ დაუჭირა.
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში, ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
პრეზიდენტის კანონპროექტით, „აგენტების კანონი“ ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.