ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლაიენის თქმით, არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის არჩევნების პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიისთვის კარგი დღეა, რადგან მათ მოიგეს ევროპის არჩევნები.

„ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი, უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ, ისიც მართალია, რომ ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს მხარდაჭერა, ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა“, - თქვა ლაიენმა.

მისი თქმით, მას სურს გააგრძელოს მუშაობა მათთან, ვინც არის პროევროპული, პრო-უკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე.

მისივე განცხადებით, არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს.


ბოლო ცნობებით, EPP აპირებს დაიკავოს 189 ადგილი ევროპარლამენტში.