ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება გაწევრიანდეს ევროკავშირში, უცვლელია.
„თავისუფალი სამყაროს საკვანძო პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის უცვლელი, რომ ჩვენ გვსურს ევროპაში სრულუფლებიანი ინტეგრაცია და ერთადერთი დამაბრკოლებელი არის ივანიშვილის ბანდა, რომელიც ინსტრუქციებს იღებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ივანიშვილი და მისი ბანდა, ერთი მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის და მეორე მხრივ, დასავლური სამყაროსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სინთეზი - ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის ბანდას მომავალ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გუშინ ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.