„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს და ამბობს, რომ პრობლემა მათ მმართველობაში და სხვა ქვეყნების მიმართ არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია, რომელიც უნდა გამოასწორონ.
მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.
„ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით. აბა ჰე“, - განაცხადა ზარქუამ.
გუშინ ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.
ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს: ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია - ეს უნდა გამოასწროთ
![](/uploads/posts/2024-06/zarqua.jpg)