რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა დაფიქსირდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ყაზანის აეროპორტი დროებით დაკეტეს.
ყაზანზე დრონებით იერიშის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო მიმართავენ.
ყაზანის აეროპორტმა განაცხადა, რომ ფრენები ალტერნატიულ აეროდრომებზე ულიანოვსკში, სამარაში, ჩებოქსარიში, უფასა და მოსკოვში გადამისამართდა.
ბოლო კვირების განმავლობაში, აეროპორტი რეგულარულად იხურება დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. ბოლოს ყაზანის აეროპორტი 3 ივნისს დაიხურა.