ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შეტყობინება134 დაკავებული პირის შესახებ შევიდა.
„ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და განვუმარტავდით მათ უფლებებს.
ამ დროისათვის არსებული მდგომარეობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ტენდენციები:
დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა
დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება
დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება
საქმეების განხილვა სასამართლოში“, - აცხადებენ საიაში.