ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კაია კალასი: თუ იქნება შეთავაზება ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თანამდებობაზე, სერიოზულად განვიხილავ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი არ ადასტურებს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ ამბობს, რომ თუ ასეთი შეთავაზება ექნება, მას განიხილავს.

ესტონეთის პრემიერს ჰკითხეს, განიხილა თუ არა ეს წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელიც კალასის კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს.

„ვისაუბრეთ თუ არა მაღალ თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც ასეთ დროს ჩნდება განხილვისთვის, რადგან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ, ვისაუბრეთ ერთმანეთში. ასეთი საუბარი სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთანაც მქონდა, რათა გამეგო, როგორია მათი ხედვები ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაია კალასმა.

რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი განიხილებოდა.