ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხვიჩია: ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება?

ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება?, - ამის შესახებ ,,გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

,,ლგბტ საზოგადოება და ლგბტ პროპაგანდა ,,ქართულ ოცნებას" იგივე საფრთხეს უქმნის, რასაც ,,გლობალური ომის პარტია", იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მარტივია დაძლიო ისეთი ამოცანები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. დაამარცხო მტერი, რომელიც არ არსებობს. აბა, ეკონომიკურ გაჭირვებას, შიმშილს და ერთპიროვნულ მმართველობას ხომ არ დაამარცხებ? ამიტომ უნდა მოიგონო ახალ-ახალი საფრთხეები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. მე უბრალოდ მიკვირს ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წელს რატომ გახდა რაღაცა მიუღებელი. პირობითად, ამ პერიოდის განმავლობაში რომ რამე მოხდა, ამაზე რას იზამენ? გამოასწორებენ? ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც ჩვენ კომიტეტებზე გავერთობით", - განაცხადა ხვიჩიამ.