ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპულ გზას გადაუხვიონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ,,ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ პრორუსულ გზას დაადგეს.
,,ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ შეცვალონ საქართველოს მომავლის მიმართულებები, გადაუხვიონ ევროპულ გზას და დაადგნენ პრორუსულ გზას. შეხედეთ შედეგებს, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მეგობარმა ვიქტორ ორბანმაც კი გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და უნგრეთში არჩევნების შედეგად, ადამიანები მოითხოვენ აუცილებლად უფრო მეტ ცვლილებას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა წამოვიდეს თვითონ საქართველოდან, როცა ქართველები მისცემენ ხმას საკუთარ მომავალს მოახლოებულ არჩევნებზე.
,,მე მაქვს ქართველი ხალხის იმედი. ვერავინ იქნება უფრო ქართველი ვიდრე თავად ქართველები. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა წამოვიდეს თვითონ საქართველოდან, როცა ქართველები მისცემენ ხმას საკუთარ მომავალს მოახლოებულ არჩევნებზე. მანიპულაციის მიღმა არის ცალსახად რუსეთი. ყველას ესმის, რომ ევროკავშირი, ქართველები და საქართველოს არჩევნები უკავშირდება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და სირთულეებს და არა ევროკავშირს.
ძალიან რთული იქნება ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, თუ ევროკომისიაში ისეთი პოლიტიკოსის პოვნა, რომელიც ამასთან დაკავშირებით შეიცვლის პოზიციას. ამიტომ ყველაფერია ქართველი ხალხის ხელში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რადგან ჩვენი ინტერესი ევროპარლამენტში არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიებს, არა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, ერთ ან ორ კონკრეტულ სახელს, არამედ დემოკრატიებს.
ჩვენი ინტერესი არის დემოკრატიის განვითარება ევროპულ კონტინენტზე და არა ავტოკრატიის ან დიქტატურის ან ბრუტალური აგრესიული დიქტატურის, რასაც ვხედავთ რუსეთსა და ბელარუსში. ეს იქნება არჩევნები ქართველი ხალხისთვის, რომ დარჩნენ ისტორიის სწორ მხარეს ან დარჩნენ იმ მხარეს, სადაც უარესდება სიტუაცია", -განაცხადა ევროპარლამენტარმა ,,ფორმულას" ეთერში საუბრისას.