ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გაეროში ისრაელის წარმომადგენლის თქმით, ისრაელი ღაზაში ოპერაციას გააგრძელებს და უაზრო მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება

გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელის, რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალის თქმით, ისრაელი ღაზაში ოპერაციას გააგრძელებს და არ ჩაერთვება „უაზრო და გაუთავებელ მოლაპარაკებებში“, რომელსაც „ჰამასი“ სათავისოდ გამოიყენებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის.

„როგორც კი ეს მიზნები მიიღწევა, ომი დასრულდება. ისრაელი მტკიცედ დგას ჩვენს პრინციპებზე და ისინი არ შეცვლილა, ჩვენ გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ განადგურდება, ეს იყო ჩვენი მიზნები პირველი დღიდან. ისრაელი არ დაუშვებს „ჰამასის“ ხელახლა შეიარაღებას, ან გადაჯგუფებას, რათა ღაზამ ისრაელს საფრთხე შეუქმნას. ეს არის ურყევი მიზანი, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ. ეს, ასევე, ნიშნავს, რომ ისრაელი არ ჩაერთვება უაზრო და გაუთავებელ მოლაპარაკებებში, რომელიც შეიძლება, „ჰამასმა“ გამოიყენოს, როგორც დროის გაჭიანურების საშუალება“, - თქვა ბენ-ნაფტალიმ.

რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო.