ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოლაფ შოლცი: უკრაინა გერმანიიდან მესამე „პეტრიოტის“ სისტემას მიიღებს

გერმანია მალე უკრაინას მესამე „პეტრიოტის“ სისტემას, IRIS-T, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალა, იარაღი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T-ისა და Gepard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას გადავცემთ“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, ძალა და პრინციპებისადმი ერთგულება წინაპირობაა იმისათვის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ არ იქნება სამხედრო გამარჯვება.

„მან უნდა შეაჩეროს სასტიკი ქმედება და გაიყვანოს ჯარები“, - განაცხადა შოლცმა.