მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.
მალავის პრეზიდენტის, ლაზარუს ჩაკვერას ცნობით, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი, საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
51 წლის ჩილიმა ყოფილი მინისტრის, რალფ კასამბრას გასვენებაში მიემგზავრებოდა, რომელიც 4 დღის წინ დაიღუპა.
სამთავრობო დელეგაციაში თვითმფრინავის ბორტზე ასევე ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი შანილ ძიმბირი იმყოფებოდა.
მალავის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.