ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიულ განვითარების გზას გადაუხვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს.
აუსტრევიჩუსი ევროკავშირის სამიტზე საქართველოსთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება და ვარაუდობს, რომ ევროკომისიის პირობა იგივე იქნება - შესრულდეს 9 ნაბიჯი.
"არ მგონია, რომ სიტუაცია ოპტიმისტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული კომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, რომ საბჭო ამას დაუჭერს მხარს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ განვითარების გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ორიენტაცია შეცვალა. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული შეფასება ექნება საქართველოს ეფექტურობას ამ პერიოდში და გამაფრთხილებელი გზავნილი გვექნება მთავრობისთვის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები და პირობები, რომლებიც ეხება დემოკრატიას არის უპირველესი. ამიტომ, მმართველმა პარტიამ უნდა დაიცვას წესები და არ უნდა ჰქონდეს გაოცებული სახე და არ უნდა თქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო", - აცხადებს აუსტრევიჩუსი.
ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებსაც ეხმაურება. ამასთან, აუსტევიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან კომუნიკაციის მეთოდს უნდა გადახედოს.
,,ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, ნამდვილად გაოცებული ვარ. ამ პოლიტიკოსს უნდა, რომ გართულოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე არ მესმის რაში სჭირდებათ ეს გართულებები საქართველოსთვის, ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას. რატომ აკეთებს საქართველოს მთავრობა ამას? საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა გადახედოს თავის კომუნიკაციის მეთოდს ევროკავშირთან, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ავნებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს", - აცხადებს ევროპარლამენტარი ,,მთავარი არხის" ეთერში.