ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

კობახიძის თქმით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მართალია, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, არსებითი დახმარება გავუწიოთ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში, მაგრამ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს, რამაც უნდა გვიბიძგოს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევისკენ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების გზით", - განაცხადა კობახიძემ.