ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირში წარიმართება.
„რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირში წარიმართება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.