ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

კერძოდ, სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი ცნო დამნაშავედ სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს.

სასამართლო სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. სხდომას ჰანტერ ბაიდენის მეუღლე მელისა კოენ ბაიდენი, ბიძა ჯეიმს ბაიდენი და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

მედიის ცნობით, ჰანტერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.