მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში 2 მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
კარავში მყოფ ძმებს მინდია და აჩი ბჟალავებს, რომლებიც 7 თვეზე მეტია უნიკალური კანიონის გასხვისებას აპროტესტებენ, სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
სავარაუდო დამნაშავეები ძმები ხურცილავები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
წელიწადზე მეტია, მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
გასულ წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას 40 წლით, იჯარით გადასცა.
ავტორი: თეა შონია