თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი X-ზე წერს.
მისივე თქმით, დანარჩენი მძევლების გასათავისუფლებლად ბრძოლა გრძელდება.
„ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი - გვიხარია, რომ სახლში ხართ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ოთხი მძევლის გადასარჩენად და სახლში, ისრაელში მათ დასაბრუნებლად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ 120 მძევალი სახლში არ დაბრუნდება“, - წერს მინისტრი.
ისრაელის ჯარებმა ,,ჰამასის" ტყვეობიდან ოთხი მძევალი გადაარჩინეს.
Noa, Almog, Andrey and Shlomi - we are overjoyed to have you home.
— יואב גלנט - Yoav Gallant (@yoavgallant) June 8, 2024
IDF, ISA and Special Forces conducted a complex, heroic operation to rescue four hostages held by Hamas in Gaza and brought them home to Israel.
We will keep fighting until 120 hostages are home. 🇮🇱