ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისრაელის ჯარებმა ,,ჰამასის" ტყვეობიდან ოთხი მძევალი გადაარჩინეს

ისრაელის ჯარებმა "ჰამასის" ტყვეობიდან ოთხი მძევალი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადარჩენილი მძევლები არიან: ნოა არგამანი, ალმოგ მეირ ჯანი, ანდრეი კოზლოვი და შლომი ზივი. პირველადი სამედიცინო შემოწმებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გათავისუფლებული მძევლები შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტყვეები "ჰამასის" ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს.