ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მუსიკალური გაერთიანებები: ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს 

ქართული მუსიკალური სივრცეები და ფესტივალები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ისინი ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას ქვეყანაში.

განცხადების თანახმად,  კანონი ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ისტორიული სირთულეების მიუხედავად მოიპოვა.

„ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.

გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად.

ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება - გავიმარჯვებთ სახელოვნად! “, - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ მუსიკალური სივრცეები და კოლექტივები:

Musical Spaces and Collectives:

PROFESIO (Rustavi)

2702 Meetings (Kutaisi)

303Hz

4GB

ABSEA Radio (Batumi)

Ambient.ge

Aprili

Aqtushetii (Tusheti)

Arteria

Atoms Audio

Bassiani

Bjaminoli (Zugdidi)

Black Dog (Gudauri)

Bloom Music

BUDE (Kutaisi)

Café Gallery

CES

CES Records

.clime (Batumi)

Close Encounters Festival/აქტუალური მუსიკის ფესტივალი

Cultural and Creative Industries Union of Georgia

Dancing on Architecture

Decoder Festival

Dedaena Bar

Diaci Community

Didube Records

Drama Radio

Eau de Cologne

Fantastic Planet

Georgian Music Legacy Collection

Georgian Rave Community

GMI Right Management

Harbor (Batumi)

House of Camora

HEKATE

Hydrash

INNERGATED

Jam Session Georgia by Sandro Nikoladze

Khidi

KIBE (Batumi)

Kick

Klara Bar

Komitete

Komorebi

krk (Mestia)

Leftbank

Leno Records

LTFR

Love Bar

Morevi Records

Mozaika

Mind Controlled Rectifier

Mtkvarze

Mutant Radio

Muzame

MZESUMZIRA

Narnari

Nips

Pluto’s Plan

Pluto’s Records

PROFESIO (Rustavi)

Record.ge

Reflector Club (Kutaisi)

Set Fest

Secret Garden Moves (Batumi)

Sioni HiFi Soundsystem

Small Moves

Stockton Records

Street Poetry Records

Success Bar

Sync Music Academy

Tape Magazine

Tbili orgia

Tbilisi Open Air

Tela Festival

Tempo Radio

TES club

TKESHI Festival

Trade Union Musicians in Georgia | საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი

TRANSFORMA

Traphouse

TREEBAL

Tsa Music

Twin Peaks (Mestia)

Vodkast Records

White Rabbit

Wings Of Desire

Zeche.Tbilisi

Zenaari“