მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა თითქმის 1000 დარტყმა განახორციელეს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს, მსოფლიოს ამის უზრუნველყოფა შეუძლია.
,,ადამიანთა სიცოცხლის სრული უგულებელყოფა და მუდმივი ტერორი არის ის, რის გავრცელებასაც ცდილობს რუსეთი. მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა განახორციელეს თითქმის 1000 დარტყმა სხვადასხვა ტიპის რაკეტების, მართვადი საჰაერო ბომბებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით. უკრაინაში სიცოცხლის დაცვა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩვენი ჯარისკაცების უზრუნველყოფა საჭირო დიაპაზონის იარაღით და ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ადაპტაციის დრო, ეს არის მშვიდობასთან დაახლოების გზა. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს. მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა", - წერს ზელენსკი.
Total disregard for human life and constant terror is what Russia is trying to spread.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 2, 2024
Just this week alone, Russian troops have carried out nearly 1,000 strikes using various types of missiles, guided aerial bombs, and combat drones.
Protecting life in Ukraine with a… pic.twitter.com/tTLlG8RWOG