საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიაში არ იქნება.
კითხვაზე თუ რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ".
„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
აშშ-მა სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა. სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.