ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-მა სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა

სახელმწიფო დეპარტამენტი „აგენტების კანონზე“ პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას უწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს -  „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. თუმცა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია. 

„დღეს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველო ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ-მ მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები", - თქვა მილერმა.