Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია, - ამის შესახებ Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე წერს.
გაუქმების მიზეზი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
„სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
25 აპრილს, ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით, მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართა და მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" გაცნობოდნენ.
ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.