ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

TV24-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული ბოკოვი თავისუფალია

TV24-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვი თავისუფალია. პირი, რომელიც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დააკავეს, საპატიმროდან ვადაზე ადრე გაუშვეს.

ვასამბეკ ბოკოვი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 4 წლის წინ, 2020 წლის 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ის ერთადერთი მსჯავრდებულია.

ყალბი დოკუმენტების დამზადება და მთავარი, სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა - ამ მუხლებით გასამართლებული ბოკოვი სასამართლომ ციხეში 4 წლით გაუშვა და საპატიმრო ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.