ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე სამადაშვილი: სუს-ი ემსახურება პოლიტიკურ რეჟიმს და რუსეთის დავალებას ასრულებს

,,ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სუს-ი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღეს ემსახურება პოლიტიკურ რეჟიმს და რუსეთის დავალებას ასრულებს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სუს-ის რეფორმირება იქნება.

სამადაშვილის განმარტებით, უწყების რეფორმირების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

„სუს-ის რეფორმირება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ, რომ ეს უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღეს ემსახურება პოლიტიკურ რეჟიმს და რუსეთის დავალებას ასრულებს. ფაქტობრივად, სუს-ი დღეს გამოიყენება საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მოქალაქეებზე კონტროლის დასამყარებლად. ის ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების განეიტრალებას. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ლუსტრაციის კანონის მიღება. ლუსტრაციის შედეგად ის ადამიანები, რომლებიც დადგენილი არიან, რომ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმუშაონ ქართული სახელმწიფო უწყებების შიგნით. ლუსტრაციის განხორციელება მათ შორის სუს-ში იქნება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ამოცანა სხვა სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად“, - განაცხადა სამადაშვილმა.