ქუვეითში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ცეცხლი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე მანგაფში, შენობაში გაჩნდა, სადაც მუშები ცხოვრობდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, შენობის მეპატრონის დაკავების ბრძანება გასცა.