ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში შეაფასა.
აქუბარდიას თქმით, საკმაოდ მძიმე და არაფრის მომცემი მოსმენა იყო.
,,ეს იყო ყველაზე მოსაწყენი განხილვა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც მე პარლამენტში ვარ. უფრო მეტად, შთაგონების საათი ჰქონდა სუს-ის უფროსს საკუთარ უმრავლესობასთან, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ მძიმეა. ,,გლობალური ომის პარტიის" რაობა და მეობის ამბავი იქნება ეს, თუ რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომელსაც სახელს რუსეთს ვერ არქმევს სუს-ის უფროსი და არ წერს ანგარიშში, მოუხედავად სტრატეგიულ დოკუმენტებში ჰიბრიდული ომის რუსეთთან პირდაპირი კავშირისა, ეს კიდევ ერთი მძიმე მოცემულობა მგონია სუს-ის, რომელიც მტერსა და მოყვარეს შორის ვერც ტოლობის ნიშანს ბოლომდე ვერ სვამს და ვერც მიჯნავს ერთმანეთისგან. საკმაოდ მძიმე მოსმენა იყო და აბსოლუტურად არაფრის მომცემი განხილვა", - განაცხადა აქუბარდიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.