ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვით კონსტიტუციას არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართვით კონსტიტუციას არღვევს.

მისივე თქმით, ერთი სია იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე და ამას დიდი ხანია ხედავს ყველა. 

„ეს ფაქტი, საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, არის კონსტიტუციის დარღვევა. შეუძლებელია საერთოდ. ჩვენ ვართ აბსოლუტურ აბსურდში, სადაც, თითქოს ამ ქვეყანაში არიან მიუკერძოებელი საარჩევნო დამკვირვებლები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო. არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და კანონმდებლობას იმით, რომ ის სარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურების შეთავაზებით, თუ დასახელებით. ეს გაპრანჭვა, რაც ამ „ღალატის და ომის ქარტიის“ ხელმომწერ ხალხს აქვთ, ცოტა ხანში გავა. ცოტა ხანში ყველა ნახავს, რომ ყველაფერი ერთი სიისკენ მიჰყავთ. თითქოს, თავიდან არ უნდოდათ და ახლა ნელ-ნელა გვაპარებენ. ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე. ამას დიდი ხანია ხედავს ყველა. უბრალოდ, თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს, რაღაცა განხილვის პროცესი მიდის. არანაირი პროცესი არ არის. რა გეგმაც დაუდეს მათმა უცხოელმა პატრონებმა, ზუსტად იმ გეგმას მიჰყვებიან. რასაც ეტყვიან ქალბატონ სალომეს იქნება ეს თუ ოპოზიციას, ზუსტად ისე მოიქცევიან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.