ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

არჩილ თალაკვაძე: არ მოხდა ის არეულობები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა დაგეგმილი

უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გამოსვლას ოპოზიციაც დასწრებოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა სწორედ იმიტომ არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად მუშაობენ.

„გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. პასუხები ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო გაცემული. ბევრი ძალიან საჭირო ინფორმაციაც მიაწოდა მან პარლამენტს. კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა. რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ „თუ სუს-ის პროგნოზები და ანალიზი მართალია ხოლმე წლების განმავლობაშიო, მაშინ რატომ არ ხდება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც სუს-ი საუბრობდა წლების განმავლობაშიო“ - ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს [სუს-ი]. ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომელიც თქვენ - რადიკალურ ოპოზიციას გქონდათ დაგეგმილი - ეს არის პასუხი”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.