საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება – ჯამში 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.
ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ასევე სტიპენდიების გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნუა, რომ განახლებული პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, 300-ლარიან სტიპენდიას იღებენ.
„აქამდე სტიპენდია თუ გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.