ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მინისტრის თქმით, სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა.

ამილახვარის თქმით,  ეს პრობლემა 30 წელზე მეტია არსებობს და ახლა დაიწყო რეალურ ნაბიჯების გადადგმა აღნიშნულის მოსაგვარებლად.

„პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები,რომელიც არსებობდა.

მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა.

„მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.

არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.