ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ლონდონმა გააფართოვა რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სანქციების სია და მას მოსკოვის ბირჟაც დაამატა.

სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის თქმით, სანქციების მეშვეობით რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვა მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, - განაცხადა სუნაკმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა.