პარლამენტის მიერ „მესამე კანონის“ დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად იცემა.
მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა, Georgia Capital-ის შემთხვევაში კი ვარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს.