ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. 16:30 საათის მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.75 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარი 2.6866 ლარი ღირს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგებს და შესაბამისად, ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.