სმარტფონების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა Apple-მა ახალი პროდუქტები წარადგინა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მომხმარებლებს ახალი პლანშეტები: iPad Pro და iPad Air-ი გააცნო.
ამასთან, Apple-მა საკუთარი მოწინავე ტექნოლოგიის პროდუქტებისთვის ახალი ჩიპი - M4 წარადგინა. კომპანიის განმარტებით, ახალი ჩიპი მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება.
ახალი iPad Pro ორი სხვადასხვა ზომის ეკრანით იქნება ხელმისაწვდომი. 11-ინჩიანი ვერსიის ღირებულებაა 1000 დოლარია, ხოლო 13-ინჩიანი ვერსია 1,300 დოლარი ღირს.