ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ზუსტად ის ტერმინებია, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს.
ანალოგიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა Sky News-თანაც. ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველომ არჩევნებზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს: ევროპა თუ რუსეთი.
„რაც არ მიიღება საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მიერ არის ის, რაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ორი დღის წინ - გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, არიან მტრები, არიან აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.