სმარტფონებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების განვითარებისთვის ამერიკულმა Apple-მა AI-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპ OpenAI-სთან მოლაპარაკებები განაახლა.
Bloomberg-ის ცნობით, კომპანიები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები Apple-ის iPhone-ის ახალ საოპერაციო სისტემაში. კერძოდ, iOS 18-ში. ამასთან, დაკავშირებით მხარეები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, Apple-ს რომელიმე კონკრეტულ AI-პლატფორმასთან პარტნიორობის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.