აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტსა და სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გამოეხმაურა.
როგორც მან X-ზე დაწერა, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ.
„ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, - აცხადებს უილიამ კორტნი.