ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯიმ ო’ბრაიენმა აშშ-ს სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ახლა ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სხვები.

დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.