ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საბანკო ასოციაცია: საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია

ქართული ბანკების აქციების ვარდნის და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია.

„საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საბანკო ასოციაციის სახელით დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი.

ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას", - წერია განცხადებაში.