უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან პირობა მიიღო ჩინეთის ლიდერისგან, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს იარაღს არ მიაწვდიან.
,,სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიჰყიდის. ვნახოთ. თუ წესიერი ადამიანია, არ მიაწვდის, იმიტომ რომ ამის სიტყვა მომცა", - განაცხადა ზელენსკიმ.